სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, 2014-2021 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილების შეტანის მიზნით კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა, რომელიც საბჭომ ერთხმად მოიწონა.

შესული ცვლილებების შედეგად, ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაფინანსების მოსაპოვებლად დამტებით 12 392 769 ლარის პროექტები გაიგზავნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები აბაშის, ზუგდიდის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს შეეხო:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი:
► ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობლო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია;
► ოფაჩხაფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალსოფლის ცენტრიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე გზის რეაბილიტაცია;
► კოკი-ორსანტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (მესამე ეტაპი).

აბაშის მუნიციპალიტეტი:
► სოფ. ზანათში მდ.აბაშის ხიდიდან სოფ. ნოსირის საზღვრამდე ასფალტო-ბეტონის გზის მოწყობა.
► სოფ. თხმელარის მაღაზიიდან საძოვრების მიმართულებით ასფალტო-ბეტონის გზის მოწყობა.

მესტიის მუნიციპალიტეტი:
► ეცერის თემში შემავალი სოფლების წყალმომარაგება
► ბეჩოს თემის სოფ. უშხვანარში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა
► დაბა მესტიაში სპორტული მოედნების მოწყობა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი:
► მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მიქავას ცენტრალური პალურის გზის რეაბილიტაცია;
► ლიის ადმინისტრაციული ერთეული – პალურის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია;
► საჩინო-ჩქვალერი-ჯვარზენის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი:
► სოფ. ახუთის ცენტრიდან სოფ. ნოღას საზღვრამდე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება;
► სოფ. თაიას ცენტრიდან სოფ. ნაფიჩხოვოს ცენტრამდე გზის ასფალტო ბეტონის საფარის დაგება.

სენაკის მუნიციპალიტეტი:
► სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალურ გზაზე (სოფ. ბეთლემის მიმართულებით) ასფალტბეტონის საფარის მოწყობა;
► სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ცენტრიდან ხორგიშის გავლით თეკლათის თემის მიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობა (II-ეტაპი).

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები საკონსულტაციო საბჭოს წევრებს რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი