თბილისის აეროპორტში ე.წ. “კანონიერი ქურდი” დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კანონიერი ქურდობის ბრალდებით 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ფ., დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ფ. 1999 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. დაკავებული 2004 წლიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „ქურდულ გარჩევებში“.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი).

კომენტარები

დატოვე კომენტარი