საკოორდინაციო საბჭოზე 3 იანვრიდან სრულ ლოქდაუნზე მსჯელობა არ ყოფილა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე 3 იანვრიდან სრულ ლოქდაუნზე მსჯელობა არ ყოფილა.

„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ეპიდსიტუაცია იქნა მსგავსი, როგორიც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი განხილული არ იქნება, მაგრამ ის შეზღუდვები იქნება, რაც 2-თვიანი გეგმით არსებობს“,-აღნიშნა მან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი