სალომე ზურაბიშვილი მარშალის ფონდისა და NDI-ის დელეგაციას შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრებზე პრეზიდენტობის კანდიდატი დელეგაციის წევრებსა და ფონდის წარმომადგენლებს საარჩევნო გარემოს შესახებ ესაუბრა და თავისი ხედვები გააცნო.
“შეხვედრებზე ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტეტებზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი