სალომე ზურაბიშვილი – ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში

ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში, –ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

„ოპოზიცია განიხილავს დესტაბილიზაციის სცენარს, ეს არავისთვისაა საიდუმლო. ოპოზიცია ემზადება მესამე ტურისთვის ქუჩაში. მგონია,რომ ეს არაა ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამ ქვეყანას სჭირდება არჩევნების შემდეგ სტაბილურობა და მე ამისთვის მოვდივარ. ვისაცდესტაბილიზაცია სურს, იმას არ აქვს ამ ქვეყანაში მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი