სალომე ზურაბიშვილი – ჩემგან ძალიან შორსაა არჩევნების გაყალბება

ჩემგან ძალიან შორსაა არჩევნების გაყალბება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ მისი მოსაზრებით სამი არასამთავრობოორგანიზაციის მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბების საქმეზე, რომელსაც მთავარი პროკურატურა იძიებს.

„გამოძიება მიმდინარეობს ამ თემაზე. ვნახოთ, რას იტყვიან. ჩემგან ძალიან შორსაა არჩევნების გაყალბება, რადგან ამას არანაირი კავშირი აქვსევროპასთან, არც დასავლეთთან და არც იმ მომავალთან, რომელიც საქართველოს ექნება.

მე არ ვფიქრობ, რომ არასამთავრობოების ნათქვამი უნდა დავიჯერო ან არ უნდა დავიჯერო. ვამბობ, რომ გაყალბება ჩემგან ძალიან შორსაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი