სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ მუქარისშემცველ განცხადებებზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა პოზიცია ჰქონდა აღნიშნულსაკითხებზე ევროკავშირის ელჩს.

„საარჩევნო გარემოსა და მუქარაზე ერთნაირი პოზიციები გვაქვს. ასევე მკითხა, რა იყო ბოლო დღეების მუქარა, რაც პირადად მე და ჩემმაშვილებმა მივიღეთ. ამით იყო დაინტერესებული და მოისმინა შენიშვნები, რაც მქონდა საარჩევნო გარემოზე. თვითონაც გამოთქვა იგივესურვილი და წუხილი, რომ გარემო არ არის უფრო ცივილური და ევროპული“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში შეაფასა, რომელსაც ევროპარლამენტშიდღეს უყრიან კენჭს. მისი თქმით, ევროპარლამენტში გაკეთებული შეფასებები მისაღებია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი