პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს შეხვდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა განაცხადა, რომ შეხვედაზე საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.
,,ყველაფერი აინტერესებდათ. მივეცი სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც პირადად, პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ ვითარდება და რომელიც უკვე ყველა ზომას და ზღვარს გადასცდა. წავუკითხე თქვენი გენერალური დირექტორის დღევანდელი პოსტი, რომელიც ძალიან საინტერესოა და რომელიც არის პირდაპირ მუქარა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მერამენაირად დამეხმარება. საჭიროა, რომ ყველამ იცოდეს და მეც გავავრცელო, თუ რას ფიქრობს ერთ-ერთი ჩვენი ტელეარხის გენერალური დირექტორი და როგორ იქცევა საარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილს მოღტალატე უწოდა და აღნიშნა, რომ “ყველა მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსი მაქსიმალურად უნდა იქნეს შევიწროებული”.