სალომე ზურაბიშვილი: “ყველას წარსული ცნობილია, თუმცა ჩემი მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის”

ყველას წარსული ცნობილია, თუმცა ჩემი მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის, – ამის შესახებპრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მიზანია, საზოგადოებამ გაიგოს, თუ რისთვის მოდის პრეზიდენტად.

„შეუძლებელია ჩვენი დროის ხარჯვა იმაზე, რომ დავიწყო მტკიცება, რას წარმოვადგენ – რომ ვარ სალომე და არა გრიგოლი. ამყველაფრის ერთ-ერთი დანიშნულებაც სწორედ ის არის, რომ დავიწყო თავის მართლება ან ვიღაცის ლანძღვა, ფაქტების გახსენებადა ა.შ. ყველას შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან ყველას წარსული არის ცნობილი, თუმცა ეს არ არის ჩემი მიზანი და არც იქნებაარასოდეს, ამისთვის მე დრო არ მაქვს. ამ ყველაფრის მეორე მიზანი საერთაშორისო არენაზე წინასწარ ჩემი დისკრედიტაციაა.ვითომ, ამ ყველაფრით ხელი შემეშლება, რომ განვახორციელო ჩემი გეგმები, როცა ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი.

ესეც არ იმუშავებს, რადგან ძალიან კარგად მიცნობენ, ბოლოს და ბოლოს მრავალი წლის განმავლობაში ბევრ საერთაშორისოარენაზე ვმოვღვაწეობდი. ამერიკელებსაც და ევროპელებსაც ძალიან კარგად შეუძლიათ, გაარკვიონ, ვინ ვინ არის და წარსულშივინ რას იცავდა.

შესაბამისად, ამის მტკიცებაც არ არის საჭირო. დღეს რაც არის საჭირო, არის ის, რომ თქვენ კარგად იცოდეთ, რისთვის მოვდივარპრეზიდენტად; თუ, რომელი არის ბრალდება და რომელი არის სწორი, თქვენც შეგიძლიათ გაარკვიოთ“, – განაცხადა სალომეზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი