ზუგდიდში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია მანქანების მსვლელობითდასრულდა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს ზუგდიდის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მანქანების მსვლელობაენგურის ხიდიდან დაიწყო.
ახალგაზრდებმა მანქანების კოლონით ქალაქის ქუჩები შემოიარეს, მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ და სალომეზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.