სალომე ზურაბიშვილი – მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი

მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომეზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა ახმეტის მოსახლეობასთან იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რატომაც უნდა პოლიტიკაში მოსვლა.

„მე მოვდივარ თქვენთან იმედისთვის, ეს არის მამოძრავებელი ძალა ადამიანისთვის თუ ქვეყნისთვის და ჩვენ გვაქვს ბევრი საფუძველი, რომვიყოთ იმედიანად და ამ ქვეყანას აქვს უფლება იყოს იმედიანად.

დღევანდელ დღეს არსებული იმედი არის ჩვენი საერთო ტოლერანტობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტოლერანტობა, ერთმანეთის პატივისცემაარის ბევრად მნიშვნელოვანი იქ, სადაც სხვადასხვა წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, დღეს, როდესაც ჩემიტურნედან მესამეჯერ მოვისმინე ენა, რომელიც არ მესმის, ეს არის საქართველოს სიმდიდრე. ჩვენ გვესმის ერთმანეთის, მიუხედავად იმისა,ზოგჯერ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. საქართველომ შეინარჩუნა თავის ტერიტორიაზე ეს ენები. არამხოლოდ ის ენები, რომელზედაც სხვასახელმწიფოშიც საუბრობენ, არამედ ენები, რომელიც მხოლოდ აქ არსებობს. ეს უზარმაზარი სიმდიდრეა და ზოგ ჩვენს მტერს ჰგონია, რომ ესმრავალფეროვნება, მრავალეროვნობა არის ჩვენი სისუსტე, ამ დროს ეს ჩვენი ძალაა.

მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი. ეს არის საქართველოს საუნჯე და სიმდიდრე, რომელიც მე, როგორცპრეზიდენტი, ვალდებული ვიქნები დავიცვა. მეტიც, საქართველოს იდენტობა ამაზე არის დაფუძნებული“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი