სამართალდამცველებს არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ ტრენინგი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ სასწავლო კურსი დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, კურსი საქართველოს სამინისტროს აკადემიასა და საქართველოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. აღნიშნულ კურსს წინასაარჩევნოდ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის საშუალო და მაღალი მენეჯერული რგოლის ყველა პოლიციელი გაივლის.

“სწავლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სპეციალისტი და IFES- საქართველოს ოფისის ექსპერტები უძღვებიან. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, სამართალდამცველები საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების რისკების დროულად გამოვლენასა და შეფასებას, ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და სამართალდარღვევებზე სწორ რეაგირებას შეძლებენ”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი