სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს 26, 27 და 29 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას 26, 27 და 29 აგვისტოს ელექტრომომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, აღნიშნულ რიცხვებში,  ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება შემდეგ ქალაქებში და მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მომხმარებლებს.

26 აგვისტო 06:00-08:00 საათამდე, ქალაქი ფოთის 320 აბონენტს ქ.ფოთში  მეშვიდე კილომეტრის დასახლება, ლარნაკას ქუჩა (კომერციული ობიექტები), აეროპორტი, იმერეთისა და კრატასიუკის ქუჩის ნაწილში. 08:00-09:00 საათამდე 1072 აბონენტს  რუსთაველის რკალის ნაწილი, კოსტავას და  ჭანტურიას ქუჩების ნაწილი და მიმდებარე ქუჩებზე.

27 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება:   ზუგდიდი – 08:00-16:00 საათამდე ჯანაშიას ქუჩაზე 1 აბონენტს  (საწარმო ავტოტექნიკა).

29 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება:   ზუგდიდი – 10:00- 18:30 საათამდე 2719 აბონენტს ქ.ზუგდიდში წერეთლის ქუჩის ნაწილს, ჩიტაძის, ბერიას, სამეგრელოს და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ოდიში, ჭაქვინჯი, ორული, დიდინეძი.

სენაკი  10:00-18:30 საათამდე 450 აბონენტს სოფლებში ეკი, სახარბედიო, მენჯში. 11:00-17:00 საათამდე 1843 აბონენტს  ქ.სენაკში რუსთაველის, კანკიას, ნუცუბიძისა და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00 დან 18:00 საათამდე 100 აბონენტს  სოფელ ნოსირში.

წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 141 აბონენტს ქ.წალენჯიხაში წერეთლის, ფოთის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი – 12:00- 17:00 საათამდე 376 აბონენტს სოფელ ბანძაში. 12:00-18:30 საათამდე 570 აბონენტს სოფლებში ინჩხურის ნაწილი, ნალეფსაო, ქვაითი.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი