სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლი მერები

გოჩა კურდღელია – ფოთის მერი
დაიბადა 1965 წლის 24 ივლისს ქალაქ ფოთში;
1972 წელს შევიდა ქალაქ ფოთის N1 საშუალო სკოლაში. 1980-1983 წლებში სწავლობდა ქალაქ სენაკის N139 პროფესიულ სასწავლებელში, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა;
1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით;
1990-1992 წლებში მუშაობდა ქალაქ სენაკის N66 პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში ჯერ ოსტატად, შემდეგ ბუღალტრული აღრიცხვის პედაგოგად;
1992-1997 წლებში მუშაობდა ქალაქ ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში ჯერ ტექნიკოსად (1992-1994 წწ.), შემდეგ სატვირთო განყოფილების უფროსად (1994-1997 წწ.);
1997-2011 წლებში იყო შპს „დოკტრანსშიპმენტ ფოთის“ დირექტორი;
2005-2011 წლებში ეკავა შპს „პრომეტკო ჯორჯიასა“ და შპს „ჯეესკოს“ დირექტორის თანამდებობები. იმავდროულად იყო შპს „პრომეტკო ჯორჯიას“, შპს „ჯეესკოს“, შპს „მეტალექსისა“ და შპს „მეტალექს-ტრანსის“ დამფუძნებელი;
2006-2010 წლებში იყო ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრი;
2011 წლიდან დღემდე შპს Caucasian Metals Terminal-ის დირექტორია, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

ლაშა გოგია – ზუგდიდის მერი
დაიბადა 1975 წლის 16 სექტემბერს;
1993-1998 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. მინიჭებული აქვს ეკონომისტ-ფინანსისტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
1998-2002 წლებში მუშაობდა „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის სავალუტო განყოფილების უფროსად;
2003 წელს იყო ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე;
2004-2005 წლებში მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტში უფროს სპეციალისტად;
2005 წელს იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი;
2005-2008 წლებში მუშაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯერ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ (2005-2006 წწ), შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ (2006-2008 წწ.);
2008-2012 წლებში იყო შპს „ქლინლაინის“ დირექტორი;
2012 წელს ეკავა შპს High Service-ის დირექტორის თანამდებობა;
2012 წლიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილეა:
2013-2014 წლებში იყო პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე;
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს იყო ზუგდიდის 67-ე საარჩევნო შტაბის უფროსი;
2014 წლიდან არის პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრი;
2016 წლიდან პარტიის სამეგრელოს რეგიონის (ზუგდიდი, წალენ ჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი) კოორდინატორია. 2014-2016 წლებში იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
2016 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელია;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ლევან კუპრეიშვილი – სენაკის მერი
დაიბადა 1986 წლის 20 იანვარს ქ. სენაკში;
2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. სენაკის ჟიული შარტვას სახელობის მე-2 საშუალო სკოლა;
2008 წელს დაამთავრა ევროპული მენეჯმენტის სკოლა – ESM-Tbilisi ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
2007 წელს სწავლობდა ინგლისის ქალაქ ბორნმუსში, ბიზნესის სკოლაში – BBSI (Bornmuth Business School International);
2009 წლის იანვარში სწავლა გააგრძელა ინგლისის ქ. ბრაიტონში, Bellerbys College, რომელიც წარჩი ნებით დაამთავრა და წლის საუკეთესო სტუდენტთა შორის მოხვდა;
2009 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა ინგლისის მოწინავე უნივერსიტეტში The University Of Warwick, სადაც დაიცვა სამეცნიერო დისერტაცია თემაზე – „სტრატეგიული ლოგისტიკური ჰაბების შედარებითი ანალიზი“;
2007-2008 წლებში მუშაობდა ლოგისტიკურ კომპანია Mika Gorgia-ში ლოგისტიკის მენეჯერად;
2010-2013 წლებში იყო ლოგისტიკური და სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო კომპანია „ბასოს“ დირექტორი;
2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვაში“ გენერალური დირექტორის მოადგილე;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი.
ლევან მაკალათია – აბაშის მერი
დაიბადა 1984 წლის 11 ივნისს;
2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულ­ ტეტი. პროფესიით ტურიზმის კომერსანტ-ეკონომისტია;
2002-2004 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული განყოფილების უფრო­ სად;
2004-2005 წლებში იყო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია UBC International-ის აუდიტორი;
2006-2008 წლებში იყო შპს Audit Company-ს ეკონომისტი;
2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტში ეკავა კურორტების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობა;
2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში რეგიონული განვითარებისა და მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;
2015 წლიდან დღემდე შპს „პროგრესული მშენებლების“ დამფუძნე­ ბელი და დირექტორია; აბაშაში ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და საოჯახო მეურ­ ეობა საჩუქრად გადასცა ჭყონდიდის ეპარქიას, სადაც დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი;
2008 წელს, საქართველოს მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდას, 24 წლის ასაკში მიანიჭეს „აბაშის საპატიო მოქალაქის“ წოდება;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
კაპიტონ ჟორჟოლიანი – მესტიის მერი
დაიბადა 1977 წლის 11 იანვარს მესტიაში;
1993 წელს დაამთავრა მესტიის პირველი საშუალო სკოლა;
1998 წელს დაამთავრა თბილისის შრომის და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო­სასწავლო ინსტიტუტი, წარმოების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობით;
1998­-1999 წლებში მუშაობდა მესტიის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მენეჯერად;
1999-­2000 წლებში იყო მესტიის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტი;
2000-­2010 წლებში მესტიის რაიონის 47­ე საოლქო საარჩევნო კომისიაში იყო: კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (2000-­2002 წწ.), კომისიის თავმჯდომარე (2002­-2006 წწ.), კომისიის წევრი (2006-­2010 წწ.);
2000­-2005 წლებში მუშაობდა მესტიის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტად;
2007-­2010 წლებში იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ ზუგდიდის ფილიალის მესტიის სერვისცენტრის სესხების ოფიცერი;
2011­-2012 წლებში დაკავებული იყო ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობით;
2012 წლიდან ბოლო დრომდე იყო მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
ფლობს რუსულ ენას;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

გოჩა ქაჯაია – ხობის მერი
დაიბადა 1964 წლის 28 თებერვალს ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში;
დაამთავრა ქალაქ კალინინის (რუსეთის ფედერაცია) პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით;
გასული საუკუნის 80-90-იან წლებში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში;
2002 წლამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით რუსეთის ფედერაციაში;
2002-2006 წლებში ეკავა სოფელ საჯიჯაოს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა;
2006-2012 წლებში მუშაობდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ;
2013 წელს იყო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე;
2013 წლის აგვისტოდან დაინიშნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად, 2014 წელს კი ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლად აირჩიეს;
არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხობის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი;
ფლობს რუსულ ენას;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბესიკ ფარცვანია – წალენჯიხის მერი
დაიბადა 1975 წლის 1 მაისს წალენჯიხაში;
1995 წელს დაამთავრა თბილისის საერო უნივერსიტეტ „გაენათის“ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. არის საგარეო ბიზნესის მენეჯერი;
1998-2000 წლებში მუშაობდა „ლიას“ მთავარი ეკონომისტის მოადგილედ;
2000-2007 წლებში იყო „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ინსპექტორი;
2007 წელს მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
2007-2009 წლებში იყო შპს „მობილ რიტეილის“ დირექტორი;
2009-2011 წლებში მუშაობდა შპს „ბლოკ ჯორჯიაში“ სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველად;
2007-2016 წლებში მუშაობდა„სამშენებლო კომპანია ენგური+“-ის ფინანსურ დირექტორად;
2012 წლიდან შპს „ბრიტანული ცენტრი-ზუგდიდის“ დირექტორია;
2014-2016 წლებში იყო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი;
2016 წლის ოქტომბრიდან ბოლო დრომდე მუშაობდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლად;

დათო გოგუა – ჩხოროწუს მერი
დაიბადა 1977 წლის 26 აპრილს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხოვოში;
1993 წელს დაამთვრა ქ. თბილისის №82 საშუალო სკოლა;
1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი. სპეციალობით სამართალმცოდნეა;
1998-2003 წლებში იყო შსს-ს სატრანსპორტო პოლიციის დაცვის დეპარტამენტის ოცეულის მეთაური;
2003-2004 წლებში იყო ქალაქ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის იურიდიული კონსულტანტი;
2004-2007 წლებში მუშაობდა №31 საავიაციო ქარხნის ლოგისტიკის დეპარტამენტის გაყიდვების მენეჯერად;
2012-2014 წლებში იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
2014 წელს აირჩიეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლად;
2011 წლიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრია;
2015 წლიდან დღემდე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჩხოროწყუს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდო მარეა;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მეცხრე მუნიციპალიტეტს, მარტვილს ახალი მერი ჯერ არ ჰყავს. მარტვილში მერის ასარჩევდ მეორე ტური ჩატარდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი