სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერანტორი, ლევან შონია,  პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მხარის გუბერნატორი პოლიციელებისა და მათი შრომისადმი პატივისცემას გამოხატავს და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

“მინდა თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული პატივისცემით მივულოცო პროფესიული დღე! თქვენ გაქვთ პროფესია, რომელიც უმეტეს შემთხევაში არ ითვალისწინებს არც დასვენების დღეებს, არც დღესასწაულებს, თქვენ მუდმივად ზრუნავთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, წესრიგზე. ხშირად 24 საათიან რეჟიმში გიწევთ თავდაუზოგავი მუშაობა. თქვენი პროფესია და მისია არის ძალიან რთული და ამავდროულად ძალიან საპასუხიმგებლო, ამიტომაც განსაკუთრებულად მინდა მოგილოცოთ ეს დღე!

მე თქვენი ოჯახიდან ვარ და კარგად ვიცი თუ რას ნიშნავს პოლიციელობა! მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ურთულესი შრომისთვის, რომელიც ყოლველდღიურად გიწევთ”, – აღნიშნულია გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

31 მაისი

კომენტარები

დატოვე კომენტარი