სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გურამ ზესაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადასტურენენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და განმარტავენ, რომ გურამ ზესაშვილი სამინისტროში მიმდინარე როტაციის ფარგლებში, სხვა თანამდებობაზე დაინიშნება.
თუ ვინ დაიკავებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას ჯერჯერობით უცნობია.