სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი