შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სამმართველოს უფროსად დავით მჟავია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია “Newsportal.ge”-ს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მჟავია წარმოშობით ზუგდიდელია, თუმცა თანამდებობის დაკავებამდე თბილისის საპატრულო პოლიციაში მუშაობდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სამმართველოს უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უკვე ყოფილმა უფროსმა გიორგი ხურციამ თანამდებობდა დატოვა. “Newsportal.ge”-ის ინფორმაციით, ის ქალაქ რუსთავის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გახდა.