სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს 6 ოქტომბერს ენერგომომარაგება შეეზღუდება

სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს 6 ოქტომბერს  ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც ეხება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი  – 07:00-11:00 საათამდე 5 192 აბონენტს   ქ.ზუგდიდში ჩიქოვანის, სოხუმის , ბორჯომის  და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ოდიში, რუხი და მიმდებარე სოფლებში. 10:00-:30 საათამდე კი დაახლოებით 3 353 აბონენტს  ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, უჩა შონიას, რ.თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ცაიში-საჯიქიო, რუხი,რიყე,  ჭკადუაში და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 15:00-18:00 საათამდე 351 აბონენტს ქ.ზუგდიდში დემურიას, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩაზე, ასევე  სოფლებში ნაწულუკუ, ოდიში.

წალენჯიხა  11:00-18:00 საათამდე 303 აბონენტს ქ.წალენჯიხა წმ.ნინოს,  გრანელის, ი.შანავას, ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ ლიაში.

მარტვილი 11:00-18:00 საათამდე 113 აბონენტს სოფლებში მუხურჩა, ვედიდკარი. 11:15-15:00 საათამდე  148 აბონენტს სოფლებში სერგიეთი, აბედათი. 12:00-17:00 საათამდე 133 აბონენტს სოფლებში თამაკონი, ნამიკოლაო.

აბაშა 16:00-18:00 საათამდე 88 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, რკინიგზის სადგური, აკაკის IV შესახვევი და მიმდებარე ქუჩებზე.

ფოთი – 17:00-18:30 საათამდე 403 აბონენტს ქ.ფოთში გამსახურდიას, ზამბახიძის, რუსთაველის რკალის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი