სამეგრელოს რეგიონის ჭადრაკის ფედერაციამ საქართველოს ჩემპიონატში 6 მედალი მოიპოვა

ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატში ექვსი მედალი სამეგრელოს რეგიონის ფედერაციამ მოიპოვა. პირველი ადგილი 12 წლამდე გოგონათა შორის, ფოთის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელმა დიანა ლომაიამ მიიღო. ამავე კატეგორიაში მეორე ადგილი კი ამავე სკოლის მოჭადრაკემ ელენე წოწოწნავამ მოიგო.

12 წლამდე ჭაბუკთა შორის კი მეორე ადგილზე თეიმურაზ კვიკვინია გავიდა, რომელიც ფოთის საჭადრაკო სკოლამ წარადგინა. 16 წლამდე გოგონათა შორის, მეორე ადგილი კი  ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელმა მაია ბეჭვაიამ მოიპოვა.

მესამე ადგილზე 8 წლამდე ჭაბუკთა შორის სენაკელი გიორგი ჭანტურია გავიდა, ხოლო 18 წლამდე გოგონათა შორის მესამე ადგილის მფლობელი ფოთის საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკე ანი ჭანტურია გახდა.

საქართველოს ჩემპიონატზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის (ფედერაციის პრეზიდენტი გერმანე სალია) მოჭადრაკეებმა იმერეთისა და თბილისის ფედერაციების შემდეგ გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. ჩვენმა რეგიონმა ჯამში ექვსი მედალი მოიპოვა.

საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში თავი გამოიჩინეს ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა:

1. ნიკოლოზ შამათავამ (პირველი ადგილი 10 წლამდე კატეგორიაში)
2.გრიგოლ ბეჭვაიამ (მესამე ადგილი 10 წლამდე კატეგორიაში)
3.ეკატერინე ბეჭვაიამ (მეორე-მესამე ადგილები გაიყო 14 წლამდე კატეგორიაში).

კომენტარები

დატოვე კომენტარი