გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
31 მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
მარტვილი – 08:00-18:00 საათამდე 5401 აბონენტს სოფლებში გაჭედილი, დოშაყე, დ/ჭყონი, სალხინო, კურზუ და მიმდებარე სოფლებში.
02 აპრილს, ელეტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 2862 აბონენტს ქ.ზუგდიდში კობახიძის, გურამიშვილის, ბერიას, გორკის, ანთელავას და მიმდებარე ქუჩებზე. სოფლებში დარჩელი, დიდინეძი, ოდიში, ნარაზენი და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი – 08:00-18:00 საათამდე 377 აბონენტს სოფლებში დ/ჭყონი, დოშაყე, ჭყონი, სალხინო. 11:00დან 11:30 საათამდე დილით და საღამოს 17:00-18:00 საათამდე 1216 აბონენტს სოფლებში ნახუნაო, სერგიეთი, ბომბოთი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 514 აბონენტს სოფლებში ლეხაინდრაო, გაჭედილი, ინჩხური, აბედათი და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა – 11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლობით 750 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის, ნინოშვილის, ფრანგიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში სუჯუნა, კვათანა, ნოღოხაში, ჭალის მასივი.
ფოთი – 12:00-16:00 საათამდე 226 აბონენტს ჩიტაძის, კონსტიტუციის, ფაზისის და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-დან 15:00საათამდე 982 აბონენტს კოსტავას, 26 მაისის რუსთაველის რკალი და მიმდებარე ქუჩებზე.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში 2740 აბონენტს ქ.წალენჯიხაში სალიას, მიქავას, ქიაჩელის, ლევან II დადიანის, კალანდიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ მიქავა და ჩხოროწყუს რაიონის სოფელი ზუმი.
ჩხოროწყუ – 12:00-18:00 საათამდე 211 აბონენტს ჩხოროწყუში ჯანაშიას, ყაზბეგის, გაგრინის ქუჩებზე, სოფლებში ნაკიანი, გარახაში.
ხობი – 11:00-15:00 საათამდე 780 აბონენტს სოფლებში საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ნარაზენი.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.