აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ბიზნით, სამეგრელოს რეგიონში, ლოკალური ღონისძიებები მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალური ტექნიკა მუშაობს სამეგრელოს, ასევე გურიის და იმერეთის რეგიონებში იმ ლოკაციებზე, სადაც მავნებელი დიდი ოდენობით აღინიშნება. ამ ეტაპზე, მოსახლეობის მიერ საკარმიდამო ტერიტორიების და ეზოების დამუშავება სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ქიმიური პრეპარატებით, საცხოვრებელ სახლებში კი მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდების გამოყენება.
სააგენტოს ინფორმაციით, პრეპრატების გადაცემა დაახლოებით 230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი. სააგენტომ სამგერლოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა პრეპარატები ; სამეგრელოს რეგიონი 95 911 ; გურია-50 670; იმერეთი-38 838; აჭარა-13 000. პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ და მათი დარიგების პროცესი მიმდინარეობს. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას ასევე ურიგდება საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქცია.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც გავრცელებულია მავნებელი სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექატრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები.