გოჩა კურდღელია: ჩვენ ერთად შევქმნით ფოთის უკეთეს მომავალს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის  მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ნაბადის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მალხაზ ფოჩხუასთან ერთად, კოკაიას ქუჩის  მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატი ამომრჩეველს სამოქმედო გეგმებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.

„ფოთში ბევრი რამ გაკეთდა. დაწყებულ პროექტებს დარმუნებული ვარ, ერთად დავამთავრებთ. ჩვენ ერთად შევქმნით ფოთის უკეთეს მომავალს. თქვენი თანამონაწილეობით დავგეგმავთ პროექტებს, რომლებიც თქვენს ინტერესებზე იქნება მორგებული. ინფრასტრუქტურული პროექტები, სპორტისა და კულტურის განვითარება, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და სოციალური პროგრამების მოგვარება ჩვენი უპირველესი მიზანი და ამოცანა იქნება“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი