გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს:
ფოთში – 11:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ჭავჭავაძის, ყაზბეგის, პუშკინის, დანელიასა და მიმდებარე ქუჩებს.
23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ოდიშს, ზედაეწერს, ნაწულუკუს, ჭაქვინჯს, ნარაზენს, რუხსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ფალიაშვილის, სარაჯიშვილის, წერეთლის, ჩიტაძის, ბუკიასა და მიმდებარე ქუჩებს.
ხობში – 11:00-დან 18:30 საათამდე სოფლებს: ნოჯიხევს, ქვალონს, ყულევსა და მიმდებარე სოფლებს.
წალენჯიხაში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჯგალს, ნაკიფუს, საჩინოს, ჯვარს, ჭალესა და მიმდებარე სოფლებს.
აბაშაში – 14:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: მარანს, გაუწყინარსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.