სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წლის ბოლომდე 25-მდე პროექტი განხორციელდება – ზუგდიდის მერი

ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სპორტული და საბავშვო მოედნები და სკვერები ეწყობა.

სამუშოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო.

„სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს წლის ბოლომდე 25-მდე პროექტის განხორციელება.  პროექტის ფარგლებში მოვაწყობთ სხვადასხვა გასართობ ატრაქციებს. ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტს მეორე წელია ვახორციელებთ. ეს დამატებითი საშუალებაა, რომ ქალაქმა ბიუჯეტი მაქსიმალურად ეფექტიანად და სამართლიანად დახარჯოს. ყველაზე კარგად ზუგდიდელებმა იციან, პირველ რიგში, რისი გაკეთებაა საჭირო და რა გააუმჯობესებს მათ ცხოვრებას. ჩვენ დავნერგეთ პროექტი, რომელიც ზუგდიდელებისთვის უკეთესად მოსმენის საშუალებას გვაძლევს“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დავით გახარიას ეკუთვნის.

სამოქალაქო ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში პირველად 2019 წელს დაინერგა. პროექტის ბიუჯეტი 1 000 000 ლარით განისაზღვრა. პროექტის ფარგლებში შემოვიდა 39 საპროექტო წინადადება, აქედან მიმდინარე წელს 25-მდე პროექტი განხორციელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი