სამთავრობო ავტოპარკში შავი ჯიპების ჩანაცვლების პროექტს ახალი პრემიერი ძალაში ტოვებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამთავრობო ავტოპარკში შავი ჯიპების ჩანაცვლების თაობაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას ძალაში ტოვებს. თუმცა როდისთვის განახლდება ავტოპარკი ეკონომიკის მინისტრის მოადგილისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა სამთავრობო მანქანების – შავი ჯიპების ელექტროავტომობილებით ჩანაცვლება თებერვალში დააანონსა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი