სანდრა რულოვსი ია მეტრეველზე: “არიან ადამიანები, ვინც დიდი სიმწარე ნახეს იმ დროს, როცა მიშა იყო პასუხისმგებელი”

ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მიერ მასთან დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მეტრეველის ბრალდებები მასთან და მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან არანაირ კავშირში არაა.

“რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვინც დიდი სიმწარე ნახეს იმ დროს, როცა მიშა იყო პასუხისმგებელი, მაგრამ ამას პირადად ჩემთან არანაირი პრეტენზია არ აქვს. ეს არის დიდი, ურთულესი საკითხი, რომელიც მას შეეხო და ძალიან ვწუხდები მისთვის, მაგრამ დღევანფდელ შეხვედრასთან და ჩემს პოლიტიკაში შესვლასთან არანაირ კავშირში არ არის. პირიქით, ჩვენ გვინდა, მეტი კარგი საქმე გავაკეთთ და ცუდი რაც იყო, დავტოვოთ წარსულში. მე არ უნდა დამაბრალო და არ უნდა მითხრა, რომ სისხლის ვდგავარ”, – განაცხადა რულოვსმა, რომელმაც სენაკში დაგეგმილი შეხვედრა მოკლე მიმართვის შემდეგ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე დღეს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი მივიდა, რომელიც სანდრა რულოვსს კანდიდატებისთვის განკუთვნილ სცენაზე დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხელები სისხლში აქვს გასვრილი და პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება არ აქვს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი