რულოვსის შეხვედრა სენაკელებთან ია მეტრეველის დაპირისპირების გამო ჩაიშალა

მოკლული 19 წლის ბუტა რობაქიძის დედა დღეს სენაკში ჩავიდა,  სადაც ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატ კობა ნაყოფიასთან ერთად ადგიობრივებს უნდა შეხვედროდა.

ია მეტრეველი კანდიდატებისთვის განკუთვნილ სცენაზე ისე ავიდა, რომ მისთვის ხელი არავის შეუშლია და სანდრა რულოვსს პირადად გაესაუბრა.

“იმიტომ ჩამოვედი, რომ სანდრასთვის ჩამეხედა თვალებში. რომ განაცხადა, მის ძვირფას მეუღლეს ჩახედა თვალებში და აღარ იქნება გაუპატიურება, აღარ იქნება ბიჭების ხოცვა თურმე ქუჩაში. მე მინდოდა, ჩაეხედეა ჩემს თვალებში, 19 წლის ბიჭი, რომ ჩამიწვინეს მიწაში, გულიკო გამცემლიძეს 3 შვილის მამა რომ მიწაში ჩაუწვინეს? – რა პასუხს გაგვცემს? ესენი მოდიან სუფთა ხელებით? ამათ ისევ სისხლშ აქვთ გასვრილი ხელები”, – განაცხადა მეტრეველმა.

ია მეტრეველი და მისი მეგობრები შეხვედრის ადგილიდან შეძახილებით გააცილეს. სანდრა რულოვსმა კი მოკლე მიმართვის შემდეგ ტერიტორია დატოვა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი