სანდრა რულოვსი ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. შესაბიმის განცხადება, მან რამდენიმე წუთის წინ, მოსახლეობასთან კორცხელში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

“მე მინდა ჩემი პოლიტიკური ბრძოლა, მივუძღვნა იმ ადამიანებს, რომელთაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს, როდესაც პოლიტიკაში მოსვლაზე ვფიქრობდი, ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ეს არის სიბინძურე და სკანდალებით სავსე სფერო, თუმცა მზად ვარ ბრძოლისთვის” – განაცხა რულოვსმა.

ექს-პრეზიდენტის მეუღლესთან ერთად კორცხელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დავით ბაქრაძე და ნიკა მელია იმყოფებიან. შეხვედრა იმ საარჩენო უბანთან ჩატარდა სადაც შუალედური არჩევნების დროს ინციდენტი მოხდა.

ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში რულოვსის კონკურენტი “ქართული ოცნებიდან” ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ედიშერ თოლორაიაა. სხვა პარტიებს ჯერ კანდიდატი ზუგდიდის რაიონის საარჩევნო ოლქში არ წარუდგენიათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი