საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა ოკუპირებული ტერიტორიებისკენ ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, მათ აქცია-პერფორმანსით სურთ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს აჩვენონ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ.

აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს დილიდან შეიკრიბნენ და საოკუპაციო ხაზისკენ გაემართნენ.

აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმი მას “საზღვრის” უკანონო კვეთას ედავება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი