საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ცესკო-მ სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა. მანამდე კი საარჩევნო ადმინისტრაციაში ხმაური და დაპირისპირება იყო.

თამარ ჟვანიას განცხადებით, ოპოზიცია ცესკო-ს წინააღმდეგ არეულობის მოსაწყობად წინასწარ ემზადებოდა, რისთვისაც საპროტესტო პლაკატები წინასწარ ჰქონდათ დაბეჭდილი. 

შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ცესკო-მ 6 პარტიის და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის 100-ზე მეტი საჩივრიდან არცერთი დააკმაყოფილა. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი