საპატრიარქო: “ეკლესია და მორწმუნე ერი ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას”

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასულიერო პირების პოზიცია ერთიანია მარიხუანას კულტივაციასა და რწალიზაციასთან დალავშირებით და დედა ეკლესია მრევლთან ერთად კატეგორიულად ეწინააღმდეგება ახალი კანონის შემოღების მცდელობას.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და რეალურად დაპირისპირებულნი მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას. ეს არის ეკლესიის საერთო განწყობა და უცვლელი დამოკიდებულება, რადგან მისი შედეგები ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება მეტად სავალალო“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი