ლაშა გოგიას უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა

ზუგდიდის საკრებულომ, ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით ცნობად მიიღო. კანონის მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს მიერ ცესკოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

საკრებულოში საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა, შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ყოფილი მერის მოანწილეობის საკითხი მმართველი პარტიის დეპუტატების და ოპოზიციური პარტიების სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძე, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მერის მსგავსად, საკრებულოს თავიჯდომარის მამუკა წოწერიასგანაც მოითხოვდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას.

მამუკა წოწერიას განცხადებით, ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დადგინდეს და შემდეგ ისაუბრებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის  საკითხზე.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი