საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა. ადგილზე დაზიანდა საპატრიარქოს კარი და შლაგბაუნი.
დაშავებული არავინაა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილის მძღოლი საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.

