ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის ლევ კვიცინიას განცხადებით, საქართველოს დახმარება მათთვის მიუღებელია, რისეთისგან კი, დახმარების საჭიროება არ დგას.
„თქვენგან მესმის პირველად, რომ საქართველო დახმარებას გვთავაზობს, საქართველოს დახმარება ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ ეს გამოგონილია. არანაირი მოლაპარაკებები, არანირი მცდელობები არ ყოფილა და ვერ იქნება, ქართველებთან ჩვენ არასდროს არანაირი კონტაქტი არ გვქონია“, – განაცხადა კვიცინიამ.
ამასთან, კითხვაზე, მიმართა თუ არა დე ფაქტო ხელისუფლებამ დახმარებისთვის რუსეთს, კვიცინიამ უპასუხა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.