სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში:

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 10 ივნისს 09:30-დან 11:30 საათამდე -აბონენტებს სოფელბში ანაკლია, დარჩელი, განმუხური. 12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ინგირი, შამგონა, კახათი, ახ.აბასთუმანი, ზუგდიდში თამარ მეფის, ჯანაშიას, გორგასლის, ხორავას, სერგიას, ქობულეთის, რუსთაველის, სხულუხიას, მექაღალდის, ტოლსტოის, ივერიელის ქუჩებზე.

აბაშა. 11 ივნისს 09:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ქოლობანი, ნაესაკოვო, მარანი, ტყვირი, ცილორი, მარანჭალა, აბაშაში თავისუფლების, აკაკის და მიმდებარე ქუჩებზე.
ზუგდიდი. 11 ივნისს 10:05 დან 18:30საათამდე – აბონენტებს სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელი.

ზუგდიდი. 12 ივნისს 10:30-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ორსანტია, კოკი, ოქტომბერი, კახათი, ოდიში, ყულიშკარი, ქ.ზუგდიდში ჩიტაძის, ჟვანიას, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებს. 12:00დან 15:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჭკადუაში, ლია, ჩხორია და მიმდებარე სოფლებს.


აბაშა. 12 ივნისს 09:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ქოლობანი, ტყვირი, მარანი. 13:00დან 18:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს სუჯუნა, ეწერი, ზანათი, ნორიო,კვათანა, ქ.აბაშაში ილიას, რუსთაველის, აკაკის, ცომაიას და მიმდებარე ქუჩებს, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას.
ფოთი. 12 ივნისს 10:30-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს აღმაშენებლის, გორგასლის, თამარ მეფის, კლდიაშვილის, ილიას, პუშკინის, პეტრე იბერის ქუჩებზე.


წალენჯიხა. 12 ივნისს 11:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს წალენჯიხაში ქიაჩელის, კალანდიას, რუსთაველის, თამარ მეფის, მშვიდობის, სარიას, ლევან ll დადიანის, მაიაკოვსკის, სამეგრელოს, წერეთლის, თვალთვაძის, სენაკის და მიმდებარე ქუჩებზე, ნაკიფუში. 11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჭალე, ჯვარი, ფახულანი, ოჭანეს უბანი, მუჟავა.


მარტვილი . 12 ივნისს 10:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში დღვანა, კურზუ, ტალერი.


სენაკი. 12 ივნისს 12:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ქ.სენაკში რუსთაველის, ჭავჭავაძის, ელიავას, არსენას, ჯორჯაძის, ტეხურის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებზე.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი