უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით. 

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

„13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება. თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი