საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული

საქართველოში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსისგან 16 პაციენტია გამოჯანმრთელებული, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

“ჩვენს შეთხვევაში სიახლე ის არის, რომ ერთ პაციენტზე დილით ჩატარებული განმეორებითი ტესტირებით პასუხი უარყოფითია. ანუ ერთი გამოჯანმრთლებული პაციენტი გვყავს.ჯერჯერობით, მას კლინიკა არ დატოვებია, მაგრამ ის ითვლება, როგორც გამოჯანმრთლებული . ესე იგი სულ, 16 პაციენტია გამოჯანმრთლებული. 15 – ჩვენს ცენტრში და 1 – საჩხერეში“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი