საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

მონაცემები საიტზე დღეს განახლდა. სამ ახალ შემთხვევამდე, გუშინდელი მონაცემებით, დადასტურებული იყო კორონავირუსის ცხრა ფაქტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი