საქართველოში კორონავირუსისგან 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 184 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინშია 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი