საქართველოში კორონავირუსისგან 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 33 -მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი, 55 წლის ქალია, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი