საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი განიკურნა. შესაბამისი ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

მთლიანობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 879 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 724 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2710 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 267.

კომენტარები

დატოვე კომენტარი