საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216 პირი.
ინფორმაციისთვის, 40 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.