საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 2-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 15 შეადგინა.
როგორც მთავრობის მიერ ინფექციასთან დაკავშირებით შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე წერია, კარანტინის რეჟიმში 141 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 51.