საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 2-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 15 შეადგინა.

როგორც მთავრობის მიერ ინფექციასთან დაკავშირებით შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე წერია, კარანტინის რეჟიმში 141 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 51.

კომენტარები

დატოვე კომენტარი