საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინიდა მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 23 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგიერთ რეგიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

23 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 23-28 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერის ტემპერატურა 28-33 გრადუსს მიაღწევს.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი