ზვიად სიჭინავამ მედიასთან შეხვედრა გამართა

ზუგდიდის მერობის დამიუკიდებელი კანდიდატი, ზვიად სიჭინავა, მედიას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა, სადაც მერობის კანდიდატმა  ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ზვიად სიჭინავამ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებს შორის ჯანდაცვა, განათლების სისტემის დახვეწა, სოფლის მეურნეობის განვითარება და ადგილობრივების დასაქმება დაასახელა.

“დასაქმება ეს არის ყველაზე მთავარი მესიჯი. მოსახლეობასთან ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქალაქი”, – აღნიშნა შეხვედრაზე სიჭინავამ.

მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართელობების ორგანოებში კადრების სიმცირეა და მისი გამარჯვების შემთხვევაში  საჯარო უწყებები პროფესიონალი და კომპეტენტური პირებით დაკომპლექტება.

ზუგდიდის მერობის  დამოუკიდებელი კანდიდატი არასამთავრობო სექტორს ხვალ შეხვდება და საარჩევნო პროგრამას გააცნობს. ზვიად სიჭინავას მოსახლეობასთან შეხვედრა 24 სექტემბერს აქვს დაგეგმილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი