საუბარია სერიოზულ შემზღუდველ ღონისძიებებზე – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.

„ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა. დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს, ხვალაც. კიდევ უფრო გამკაცრდება ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები, თუ რა სახის, წინასწარ ვერ გეტყვით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ სრული ჩაკეტვა არ განიხილება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი