სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო.

შენგელი ფიცხელაური წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი