“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ვინ იქნება ქვეყნის მომავალი პრემიერი ხვალ გახდება ცნობილი.
მისი თქმით, მინისტრების კანდიდატურებს, თავად პრემიერ-მინისტრი დაასახელებს.
„ხვალ არის პოლიტსაბჭოს შეხვედრა, ამის შემდეგ იქნება შეხვედრა უმრავლესობასთან. ამის შემდეგ რა თქმა უნდა, გახდება ცნობილი, თქვენთვის და საზოგადოებისთვის თუ ვინ იქნება პრემიერი. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს – ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი პრემიერის ვინაობა, თუ ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში ეს უშუალოდ პრემიერის გადასაწყვეტია და მისი ჩამოსაყალიბებელია გუნდი ვისთან ერთადაც გააგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა კახი კალაძემ.